როცა არ უნდა მოხდეს მსგავსი ამბავი ან შევესწრო ცხოველზე ძალადობას, როგორც და რითიც შემეძლება, მეც ისე დავიცავ - მიშა კაჭკაჭიშვილი
ცხოველთა დამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
გუშინ ცუდი ამბავი მოხდა...
ვიღაც, ცხოველთმოძულე, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, პატარა, უმწეო, ორ კილოგრამიან ძაღლზე იძალადა. რის გამოც მოხდა გურამ ელიზბარაშვილსა და მას შოროს დაპირისპირება.
ამ აბის შედეგად ორივე ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა...
მე არ შევალ გამოძიების დეტალებში, მაგრამ ფაქტია ის, რომ გურამმა თავის ოთხფეხა მეგობარი დაიცვა და დაიცვა იმიტომ რომ არ გვაქვს კანონი, არ ისჯებიან მოძალადეები და ეს ყოველივე ამ ქვეყანაში უნდათ რომ ნორმად აქციონ.
ვერ და არ იქნება ასე !
დღეს, ხვალ თუ როცა არ უნდა მოხდეს მსგავსი ამბავი ან შევესწრო ცხოველზე ძალადობას, როგორც და რითიც შემეძლება, მეც ისე დავიცავ - წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, 14 ნოემბერს პოლიციამ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი, გურამ ელიზბარაშვილი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოება ორმხრივ სროლაში გადაიზარდა. დაჭრილია ორი ადამიანი. გურამ ელიზბარაშვილი კი ჯერ გამოკითხვაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს. ის ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.