კალაძე არის რუსული რეჟიმის წარმომადგენელი. მას ჰქვია თბილისის მერი და ემსახურება რუსეთს - სალომე სამადაშვილი
მმართველ პარტიას, „რუსულ ოცნებას“ ჰყავს გენერალური მდივანი ბატონი კალაძის სახით, რომელიც ამბობს ერთს, რომ ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო. ანუ ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გავაყალბოთო, რადგან სხვა არანაირი ახსნა მის სიტყვას არ აქვს და როდესაც მას ლავროვზე კომენტარს სთხოვენ და ეუბნებიან, რომ ლავროვი ამბობს, რომ უნდა გააძევოს თქვენი რეგიონიდან ევროკავშირი და დასავლეთიო, პასუხობს, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მტერი და მტერი მხოლოდ ოპოზიციააო. იმიტომ რომ რუსია, კახი კალაძე არის რუსული რეჟიმის წარმომადგენელი. მას ჰქვია თბილისის მერი და ემსახურება რუსეთს. ჩვენ გვჭირდება თბილისის მერი, რომელიც მოემსახურება ქართველებს და თბილისელებს“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
IPN.GE