"გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეს არის ყალბი...“ - ხატია ბუნიათიშვილი მიმართვას ავრცელებს
პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
ის წერს, რომ უცნობებმა ყალბი ანგარიში შექმნეს.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ - ეს არის ყალბი ანგარიში. ზოგადად, ყველა სხვა ანგარიში, გარდა იმისა, რომლისგანაც ახლა ვწერ, ყალბია. მე მაქვს მხოლოდ ერთი და მხოლოდ დადასტურებული ანგარიში“, - წერს პიანისტი.