თეგებით ძიება

როგორ მოვამზადოთ სურნელოვანი და გემრიელი მანდარინის მურაბა?

მანდარინის სეზონი  დადგა, ამიტომ გთავაზობთ უგემრიელესი მანდარინის მურაბის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

მანდარინი – 1 კგ (პატა ზომის)

წყალი – 500 მლ

შაქარი – 1 კგ

ვანილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

მოვაცალოთ მანდარინს ყუნწები და გავრეცხოთ. დავჩხვლიტოთ კბილის ჩხირით და ჩავყაროთ მდუღარე წყალში მოსათუთქად. ამის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და თუშფალანგზე გადავიტანოთ, რომ ზედმეტი წყალი მოსცილდეს. სანამ მანდარინები იწურება, გავაკეთოთ შაქრის სიროფი.

1.5 კილოგრამი შაქარი გავხსნათ 500 მლ წყალში და შიგჩავყაროთ ჩვენი მანდარინები, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ნახევარი საათის განმავლობაში ვხარშოთ.

30 წთ გასვლის შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ და დაველოდოთ სანამ მანდარინი გაგრილდება, შემდეგ ისევ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ასე გავიმეოროთ იქამდე, სანამ წვენი არ შესქელდება. ამის მერე ჩავაწუროთ ლიმონი, დავამატოთ ვანილი და წინასწარ გასტერილებულ ქილებში ცხელ-ცხელი ჩავასხათ. გემრიელად მიირთვით. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა