თეგებით ძიება

ეს არის მკვლე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან 21 დღე­ში 1000-მდე ამ­პუ­ლა ნარ­კო­ტიკს ვერ­ცერ­თი ორ­გა­ნიზ­მი ვერ გა­უძ­ლებს - ზაზა ხატიაშვილი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელ ექიმს 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე უნდა დას­ხდნენ ის პი­რე­ბი, ვინც ადა­მი­ანს დო­ზა­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კი გა­უ­კე­თა.

"საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე უნდა დას­ხდნენ ის პი­რე­ბი, ვინც ადა­მი­ანს დო­ზა­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კი გა­უ­კე­თა. ექ­სპერ­ტე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, 1000 ამ­პუ­ლა ნარ­კო­ტი­კი რომ გა­უ­კე­თო სპი­ლოს, ის ამ­ხე­ლა დო­ზას ვერ გა­უძ­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ამო­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ანს 1000-მდე ამ­პუ­ლა ნარ­კო­ტი­კი გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა არ ად­გე­ნენ იმ პირს, ვინ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამის დად­გე­ნას სჭირ­დე­ბა ერთი კვი­რა, მაგ­რამ სამი წე­ლია პრო­ცე­სი იწე­ლე­ბა. ჩვენ და­უს­ჯელს არ­ცერთ ადა­მი­ანს არ დავ­ტო­ვებთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა შე­წყდეს ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბა. ჩემი აზ­რით, ეს არის მკვლე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან 21 დღე­ში 1000-მდე ამ­პუ­ლა ნარ­კო­ტიკს ვერ­ცერ­თი ორ­გა­ნიზ­მი ვერ გა­უძ­ლებს. ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა