თეგებით ძიება

„იმან მოუქნია და ჩაარტყა ნაჯახი, ამან წაართვა და თავში ჩაარტყა...“ - რას ამბობს წალკის რაიონში მომხდარ მკვლელობაზე ბრალდებულის ადვოკატი?

ნაჯახით ჩადენილი საზარელი დანაშაულის დეტალები და უმძიმესი ბრალდება - წალკის რაიონის სოფელ ბედიანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი, საკუთარ სახლთან, მეზობლებმა იპოვეს. 53 წლის ეკა გულაშვილი სასიკვდილოდ თანასოფლელმა გაიმეტა.

"კურიერს" დაკავებულის ადვოკატი წალკის რაიონის სოფელ ბედიანში ჩადენილის დეტალებს უყვება.

"ამბობს, რომ აქეთ დამესხა თავს და იმის მერე ჩავარტყიო. კონფლიქტი ჰქონდათ დიდი ხნის წინაც. ამ ქალბატონმა ორჯერ დაურეკა იმ საღამოს, ამონაწერებითაა ეს დადასტურებული, მერე ამანაც გადაურეკა, შეხვდნენ და გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ. კონფლიქტი ჰქონდათ შეხვედრის დროს, იმან მოუქნია, ჩაარტყა ნაჯახი, ამან წაართვა და თავში ჩაარტყა. აუცილებელი მოგერიება არის ეს, ჩემი აზრით, თუმცა, ჯერჯერობით, მტკიცებულებები არის ამისთვის საჭირო. ყოველ შემთხვევაში, რასაც ის ჰყვება და რაც არის საქმის მასალების მიხედვით, აუცილებელ მოგერიებაზე შეიძლება ვიდავოთ,"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი მუხრან ღურწკაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა