თეგებით ძიება
05. 12. 2023 ვიდეო

ძროხების მოფერების სერვისი სტრესის მოსახსნელად - ახალი თერაპია დიდ ბრიტანეთში (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ფერმაში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სტრესთან ორიგინალური მეთოდით ბრძოლას მოქალაქეებს იორკშირში მდებარე ფერმის მფლობელები სთავაზობენ. როგორც ისინი ამბობენ, ეს თერაპია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველა ბილეთი ერთი თვით ადრე უკვე გაყიდულია. ფერმაში ოთხსაათიანი ვიზიტი 58 ევრო ღირს. მედიის ცნობით, ამ ფასში შედის ძროხების მოფერება, დავარცხნა, ასევე საგანმანათლებლო აქტივობები.

წყარო - "პრაიმ ტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა