თეგებით ძიება

საქართველო EU-ს გზაზე არ პროგრესირებს, ეს პროცესი შეჩერებულია - ნიდერლანდების ელჩის პასუხი სამხარაძეს

"არა ბატონო ნიკოლოზ, საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, ეს პროცესი შეჩერებულია", - ასე პასუხობს X-ზე საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას. 

"არა ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. ამის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია", - წერს ელჩი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის". 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა