თეგებით ძიება

ყველაზე მცირე, რასაც უნგრეთისგან ვითხოვთ, არის ის, რომ ნატოში უკრაინის მიწვევა არ დაბლოკოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი და ბუდაპეშტი ორმხრივი დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობენ, რომელიც ასევე მოიცავს უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

„დღეს უკრაინასა და უნგრეთს შორის მზადდება ორმხრივი დოკუმენტი. არსებობს ბევრი რამ, რათა აღმოიფხვრას გაუგებრობები და პასუხი გაეცეს აწმყოს, მომავლისა და წარსულის გამოწვევებს“, - აცხადებს ზელენსკი. 

მან დასძინა, რომ უსაფრთხოების საკითხები ასევე იქნება დოკუმენტის შემადგენელი კომპონენტი. 

„ყველაზე მცირე, რასაც უნგრეთისგან ვითხოვთ, არის, რომ არ დაბლოკოს უკრაინის მიწვევა ნატოში“, - აცხადებს ზელენსკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა