"ეს იმ ღამესაა გადაღებული, როცა კომბსმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა" -ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები
რეპერ P. Diddy-ს სკანდალი კვლავ აქტუალურია. ამჯერად მედია იმ საღამოს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, როდესაც რეპერმა წვეულების შემდეგ, სავარაუდოდ, 13 წლის გოგონა გააუპატიურა.
კადრებში ჩანს, რომ მაშინდელი შეყვარებულები, "დიდი" და ჯენიფერ ლოპესი კამათობენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 1999 წლიდან 2001 წლამდე გაგრძელდა. შემზარავი ეპიზოდი კი რეპერის ბრალდებებიდან 2000 წლის აპრილში, MTV-ის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გამართულ წვეულებაზე, ნიუ იორკში მოხდა. ფოტოებს Daily Mail აქვეყნებს.
არსებული ინფორმაციით, იმ საღამოს, ჯეი ლო და "დიდი", რეპერის დასთან ლინდასთან, მენეჯერთან ბენნი მედინასთან, პროდიუსერ დეიმონ დეშთან, ასევე რამდენიმე გოგონასთან ერთად, ღამის კლუბში წავიდნენ და ადგილები VIP ზონაში დაიკავეს.
იმ ღამეს გადაღებულ ფოტოებზე ასახულია ჯეი ლოსა და "დიდის" კონფლიქტი. ინსაიდერის თქმით, რომელიც ინციდენტის მომსწრე გახდა, ჩხუბის შემდეგ წყვილმა წვეულება თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო გაუპატიურების ეპიზოდი ღამის კლუბისგან მოშორებულ სახლში მოხდა, მაგრამ რის გამო იჩხუბა იმ საღამოს წყვილმა - უცნობია, ფაქტია, რომ წყვილი ერთად დარჩა კიდევ ხუთი თვე, საბოლოოდ 2001 წლის თებერვალში დაშორდნენ.
DailyMail.com-ის მიერ ნანახი ახალი იურიდიული დოკუმენტაცია ამტკიცებს, რომ კომბსი სავარაუდოდ, "აგრესიულად და შეშლილი მზერით მიუახლოვდა" გოგონას, შემდეგ კი გააუპატიურა.
მსხვერპლი აცხადებს, რომ ის ასევე გააუპატიურა უცნობმა მამაკაცმა, ხოლო კომბსი და ერთ-ერთი ცნობილი ქალი ამ პროცესს აკვირდებოდნენ. რეპერი ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ მას ქალზე სექსუალურად არასოდეს უძალადია. ცნობილია, რომ სარჩელში დასახელებულ მოწმეებში ჯეი ლო არ არის მითითებული.