მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება გამარჯვებული, ჯო ბაიდენი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იქნება - თეთრი სახლი
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ იქნება გამარჯვებული, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იქნება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანი იქნება.
თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ მომავალი პრეზიდენტები რეგულარულად ესწრებიან თავიანთი მემკვიდრეების ინაუგურაციას.
"პრეზიდენტი ბაიდენი, რა თქმა უნდა, იქნება“, - აცხადებს კარინ ჟან-პიერი.
ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ მელანია ტრამპმა თეთრი სახლი ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დატოვეს.