TikTok-ის დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა
TikTok-ის დამფუძნებელი ჩჟან იმინი ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას პირველად ჩაუდგა სათავეში. Reuters-ის ინფორმაციით, მისი ქონება $49,3 მილიარდად ფასდება.
41 წლის ბიზნესმენმა TikTok-ის მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის გენერალური დირექტორის პოსტი 2021 წელს დატოვა, თუმცა მას კომპანიის აქციების 20% კვლავ ეკუთვნის. იმინის ქონების ზრდაზე ByteDance-ის შემოსავლების მატებამ იმოქმედა - გასულ წელს, კომპანიის მოგება 30%-ით გაიზარდა და $110 მილიარდს მიაღწია.
TikTok-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია.