თეგებით ძიება

ხორცის ორიგინალური ღვეზელი - საახალწლო სუფრის მშვენება

გსურთ, რომ საახალწლოდ ყველა გააკვირვოთ? ჰოდა, ამ ღვეზელით, რომელიც ქათმის ფარშით (!) მზადდება, ეს მარტივად გამოგივათ...

საჭირო პროდუქტი:

ქათმის ფარში - 800 გრ.

პურის ფქვილი - 350 გრ.

რძე - 150 მლ. +100 მლ. + 1 ს.კ.

ბრინჯი - 200 გრ.

ხაჭო - 200 გრ.

კარაქი - 25 გრ.

მშრალი საფუარი - 6 გრ.

5 კბილი ნიორი

ხახვი - 2 ცალი.

ზეთისხილი - 2 ცალი.

კვერცხი - 1 ცალი.

კვერცხის გული - 1 ც.

შაქარი - 1 ს.კ. ლ

მარილი - 0,5 ჩ.კ.

კამა და ოხრახუში მწვანილი - თითოეული 1/3 კონა

მარილი, სანელებლები - გემოვნებით

მომზადება:

1. ასეთ ღვეზელს ყველაზე მეტად საფუარიანი ცომი შეეფერება. ამიტომ, დასაწყისისთვის, ოდნავ გაათბეთ რძე (150 მლ). გამთბარ რძეში გახსენით საფუარი ერთ კოვზ ფქვილთან და შაქართან ერთად. ამის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში, თბილ ადგილას დატოვეთ.

გაცრილ ფქვილში კვერცხი ჩაახალეთ და საფუარიანი რძე დაასხით. დაამატეთ ცოტა მარილი და გამდნარი კარაქი. მოზილეთ ელასტიური ცომი და გასაფუებლად თბილ ადგილას, ერთი საათით დატოვეთ.

2. ბრინჯი მოხარშეთ და გარეცხეთ. ბრინჯს შეურიეთ ხორცის ფარში, გატარებული ხახვი, ხაჭო, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი. ფარში რომ წვნიანი გამოვიდეს, დაამატეთ რძე (100 მლ), მარილი, თქვენი საყვარელი სანელებლები და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.

3. მზა ცომი გაყავით 2 დიდ და 1 პატარა ნაწილად. ცომის ერთი დიდი ნაწილი ოვალის ფორმაზე გააბრტყელეთ და საცხობ ფურცელზე გადაიტანეთ. ერთ მხარეს ოდნავ გაიყვანეთ, რომ მსხლის ფორმა მიიღოს.

ცომზე ფარში ისე მოათავსეთ, რომ გოჭის ფორმა ჰქონდეს. გააბრტყელეთ მეორე დიდი ცომი და ფარშს გადააფარეთ.

ზედა და ქვედა ცომის კიდეები კარგად შეკარით და ნაწიბურები გოჭის ქვეშ დამალეთ. დარჩენილი პატარა ცომისგან შეგიძლიათ გოჭს ფეხები გაუკეთოთ. ამის გარდა, დაგჭირდებათ ორი ყური, კუდი და პატარა დინგი ხვრელებით. თვალების ადგილას გაჭრილი ზეთისხილი დაადეთ და ოდნავ დააწექით.

4. დაბოლოს, კვერცხის გული ერთ კოვზ რძესთან ერთად ათქვიფეთ და სილიკონის ფუნჯით გოჭს მთელ „ტანზე“ გადაუსვით. ამის შემდეგ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით და 45 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

სადღესასწაულო სუფრაზე, ნაძვის ხისა და სანთლების შუქზე ჩვენს ღვეზელს ვერავინ გაარჩევს ნამდვილი გოჭიდან.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა