„ჯეიმს ვებმა“ ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების ნარჩენები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს ვები“ დეტალურად აღბეჭდა ის, რაც 1690-იან წლებში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების ნარჩენები.
ეს ირმის ნახტომში უკანასკნელი ვარსკვლავური აფეთქება იყო, რომელიც დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანდა. იმ დღიდან 300 წელზე მეტი გავიდა, ზეახალი ვარსკვლავი უკვე ნისლეულად იქცა, რომელიც კასიოპეას თანავარსკვლავედში 10 სინათლის წლის მანძილზეა გაშლილი.
ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენებს ოფიციალურად კასიოპეა А ეწოდება და ეს დღემდე რადიომაგნიტური გამოსხივების უმძლავრესი წყაროა ჩვენი მზის სისტემის ფარგლებს გარეთ თავის დიაპაზონში.
ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული ახალი ფოტოებზე, რომლებზეც აქამდე უცნობი დეტალებია აღბეჭდილი, ასტრონომებს ვარსკვლავების ევოლუციის შესახებ ახალ ინფორმაციას მიაწვდის.