თეგებით ძიება

ზეთზე დამზადებული სამარხვო ფენოვანი ცომი

იმისათვის, რომ ზეთზე დამზადებული სამარხვო ფენოვანი ცომი მოამზადოთ, 5 ინგრედიენტი დაგჭრიდებათ:

1. ფქვილი - 2 ჭიქა + 1/4 ჭიქა

2. წყალი - 1 ჭიქა

3. ლიმონმჟავა - 1/2 ჩ.კ

4. ზეთი - 150 გ

5. მარილი

მომზადების წესი:

ჭიქა წყალში დავამატოთ ლიმონმჟავა, ავურიოთ და ცოტა ხნით საყინულეში შევდოთ. მაგრამ არ გავყინოთ. გაცრილ ფქვილს შევურიოთ მარილი. გაციებული წყალი დავასხათ ცომს და მოვზილოთ. ვზილოთ 5-8 წუთი, სანამ ელასტიური არ გახდება და ხელს ადვილად არ მოშორდება. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და მაცივარში 30 წუთით შევდოთ.

ზეთი შევურიოთ მეოთხედ ჭიქა ფქვილს და ასევე შევდოთ მაცივარში 20 წუთით. ცომი გავაბრტყელოთ ძალიან თხლად, 2 მმ სისქეზე. ზემოდან გადავუსვათ ზეთიანი ფქვილი და რულეტივით გადავახვიოთ. დავაფაროთ ნოტიო ხელსახოცი და შევდოთ მაცივარში 20 წუთით. შემდეგ გავაბრტყელოთ ისევ ძალიან თხლად, გადავკეცოთ ოთხჯერ, გადავახვიოთ ცელოფანში  და გავაციოთ მაცივარში.

ცომი შეგვიძლია მაშინვე გამოვიყენოთ ან გავყინოთ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა