თეგებით ძიება

„ქმარი გაგუდა“ - საფრანგეთში 28 წლის ქართველი ქალი დააკავეს

„მთავარი არხის“ ვებ-გვერდის ინფორმაციით, საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ფრანგული მედია წერს, შემთხვევა ქალაქ ტულონში 17 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა ქმარი გაგუდა.

მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მასზე ძალადობა უარყო.

ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ხუთ შვილი ჰყავს, ყველა მცირეწლოვანი ბავშვთა თავშეფარში გადაიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა