თეგებით ძიება

მანანა კაზაკოვას საფირმო საცივის რეცეპტი

წულაძეების ოჯახში კულინარიულ ექსპერიმენტებს ხშირად ატარებენ, თუმცა არც ტრადიციულ კერძებზე ამბობენ უარს. მეუღლის მომზადებული კერძებიდან ლევან წულაძეს ყველაზე მეტად საცივი უყვარს, რომელსაც მანანა კაზაკოვა ყოველ წელს ამზადებს.

Gemrielia.ge-ის მკითხველს ცნობილი მსახიობი თავისი საფირმო საცივის რეცეპტს უზიარებს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

ძმარი

ყვითელი ყვავილი

ნიორი

ნიგოზი

ხახვი

ინდაური

მომზადების წესი

ინდაური მოვხარშოთ. ქაფს რომ მოიყენებს, მოვქაფოთ. თავზე რა ცხიმსაც მოიყენებს, ცალკე გადმოვიღოთ თეფშზე.

წვრილად დაჭრილი ხახვი (3–4 ცალი) ინდაურის ცხიმშივე მოვთუშოთ.

ნიგოზი გავატაროთ. ყვითელ ყვავილს ბევრს ვუშვები. დავამატოთ ნიორი და ხმელი ქინძი, შემდეგ - ძალიან ცოტა მიხაკ–დარიჩინი.

ამ ყველაფერს გაციებულ ბულიონს ნელ–ნელა ვამატებთ და ვხარშავთ. განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ დაბალ ცეცხლზე, რომ ნიგოზმა არ მიიკრას. რომ წამოდუღდება, ძმარი დავუმატოთ.

დედაჩემი არ იზარებდა და მოხარშულ ინდაურს სულ ოდნავ ბრაწავდა ტაფაზე, უგემრიელესი გამოდიოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა