რუსებმა, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 100 ეკლესია გაანადგურეს - მოკლულია 30-ზე მეტი მღვდელი
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 500-მდე რელიგიური შენობა დაზიანდა, მათგან ყოველი მეხუთე მთლიანად განადგურდა.
"ვიცით, რომ 100 ეკლესია მთლიანად განადგურდა, 500 კი ან განადგურდა, ან ნახევრად დანგრეული ან დაზიანდა", - თქვა ვიქტორ ელენსკიმ და დაამატა, რომ რუსებმა 30-ზე მეტი მღვდელი აწამეს ან მოკლეს.