„ევროკავშირში საქართველო უნდა შევიდეს თავისი ტრადიციებით, ღირებულებებით და სარწმუნოებით“ - თინათინ მღვდლიაშვილი
„ევროკავშირში საქართველო უნდა შევიდეს თავისი ტრადიციებით, ღირებულებებით, ყველაზე დიდი საგანძურით - სარწმუნოებით, რომელიც არ უნდა იყოს ხელყოფილი..." - ამის შესახებ მწერალმა, თინათინ მღვდლიაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩვენ ევროპასთან ყოველთვის ვიყავით ძალიან ახლოს და ასოცირებული იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, დიდი ქართველი მწერლები მიდიოდნენ ევროპაში, იღებდნენ განათლებას, ჩამოდიოდნენ და საკუთარ ქვეყანას, ახმარდნენ თავიანთ ცოდნას, განათლებას. საქართველოს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ევროპის წინაშე...“ - განაცხადა თინათინ მღვდლიაშვილი.