თეგებით ძიება

რა უნდა იცოდეთ, საახალწლოდ კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ

ახალი წელი ყველასთვის ზეიმსა და დღესასწაულთან ასოცირდება. თუმცა მრავალფეროვანი და საკმაოდ მძიმე კერძები, ბევრი ალკოჰოლი საბოლოოდ დისკომფორტით მთავრდება ხოლმე, რომელიც არცთუ ისე სასიამოვნოა. შედეგად, ახალი წელი ბევრ სიხარულთან ერთად, დამძიმებულ ორგანიზმს, ნაღვლის ბუშტის პრობლემებსა და პანკრეატიტსაც გვჩუქნის.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ უშუალოდ 31 დეკემბერს ან იმ დღეს, როცა დღესასწაულის სუფრასთან აღნიშვნას ვაპირებთ, მთელი დღის განმავლობაში ჩვეულებრივი მენიუ გვქონდეს.

მთელი დღე შიმშილი და საღამოს ნოყიერად ვახშმობა დისკომფორტს გამოიწვევს. დიდი რაოდენობით საკვებისა და სასმლის მიღება, ცხიმიანი კერძები, ალკოჰოლი, განსაკუთრებით - შამპანური, გაზიანი სასმელები, კოფეინით მდიდარი კოლა და ყავა, ციტრუსები - ამ ყველაფრის ერთმანეთში არევა იწვევს იმ პრობლემებს, რომლებიც ასე არასასურველია.

ახალი წლის დღეებში, გარდა კუჭისა, დიდი დატვირთვა ადგება თორმეტგოჯა ნაწლავს, ღვიძლსა და კუჭუკანა ჯირკვალს - პანკრეასს. ეს არ უნდა დაავიწყდეთ მათ, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები აქვს. საახალწლო და საშობაო სუფრის შემდეგ მიძინებულმა დაავადებამ შეიძლება თავი შეგვახსენოს.

ახალი წლის დღესასწაულს ყველაზე დიდი ზიანი მაინც ღვიძლისთვის მოაქვს. მიზეზი კი, რასაკვირველია, ალკოჰოლია. ღვიძლზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად აუცილებელია ერიდოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას.

არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვითაც შეიძლება მინიმუმამდე შევამციროთ დისკომფორტი. საკმარისია, მძიმე საკვები ნაკლები რაოდენობით მიიღოთ და თუ სხვა რამეს ვერ შეელევით, გაზიან სასმელებსა და ყავაზე მაინც თქვათ უარი. ხშირად გულძმარვით შეწუხებული ადამიანები შვებას ისევ გაზიან სასმელში ეძებენ, მაგრამ ეს მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

კუჭში აირი ისევე გამოიყოფა, როგორც გაზიანი სასმლის ჭიქაში და უფრო მეტად აძლიერებს დისკომფორტს. მალე ტუტე სასმლის გამანეიტრალებელი ზემოქმედება ქრება და კუჭის მჟავა წვენი კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა, გულძმარვაც ძლიერდება. ხშირად მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენებული ტკივილი, ზეწოლა და შემაწუხებელი შებერილობა მხოლოდ დიდი რაოდენობით სხვადასხვაგვარი საკვების მიღების ბრალია და არა რომელიმე მწვავე დაავადებისა, თუმცა არ არის გამორიცხული, სხვადასხვა ცხიმის ზემოქმედებით ნაღვლის ბუშტი ძლიერად შეიკუმშოს, იქ არსებული კენჭები ამოძრავდეს და უძლიერესი ტკივილი გამოიწვიოს.

კიდევ ერთი შემაწუხებელი სიმპტომია მუცლის შებერვა. ტკბილეული, ბოსტნეული, ცხიმი ხელს უწყობს ნაწლავებში აირთა დიდი რაოდენობით წარმოქმნას. აირების დაგროვება განსაკუთრებით შემაწუხებელია ყაბზობის ფონზე. ყაბზობას კი ამ დღეებში ძნელად მოსანელებელი ცილოვანი პროდუქტების, განსაკუთრებით, ღორის ხორცის მიღება იწვევს.

ახალი წლის დღეებში რეკომენდებულია მულტივიტამინების კომპლექსის მიღება, მაგალითად, "ლივერილი", რომელიც მინერალების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და არტიშოკის ექსტრაქტის კომბინაციაა. მისი უნიკალური ფორმულა ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მასში შემავალი ინგრედიენტები იცავენ ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებების, ალკოჰოლის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან, დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რადგან ნაღვლის საკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს ცხიმების სრულ მონელებას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ორგანიზმის მიერ ოპტიმალურ ათვისებას, გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან, ზრდის საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას კუჭიდან და ნაწლავებიდან, აძლიერებს მათ გარდამქმნელ მოქმედებას, რომლის შედეგადაც უმჯობესდება საჭმლის შეთვისება და ცხიმების დაშლა, ააქტივებს ღვიძლში ლეციტინის წარმოქმნას და ხელს უშლის ცხიმის ჩალაგებას. მასში შემავალი არტიშოკის ექსტრაქტი კი ღვიძლის და თირკმელების ძლიერი გამწმენდი საშუალებაა.

არტიშოკი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ კონდიციებს და ეხმარება მას ძალების აღდგენაში. არტიშოკი ანეიტრალებს ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღების შედეგად ორგანიზმში არსებულ მავნე ნივთიერებათა მოქმედებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა