თეგებით ძიება

„თუ ახალი წლის ღამეს 12 ცალ ყურძნის მარცვალს მიირთმევთ, ბედნიერება და წარმატება გარანტირებული გაქვთ“ - ესპანური საახალწლო ტრადიცია

12 ცალი ყურძნის მარცვალის ჭამა ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საახალწლო ტრადიციაა.

ახალი წელი ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი ზამთრის არდადეგებია, რომელიც მრავალი წეს-ჩვეულებებით და ტრადიციებითაა აღსავსე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია 12 ცალი ყურძნის მარცვლის ჭამა, ზუსტად 12:00 საათზე.

ყოველწლიურად ახალი წლის ღამეს, რომელსაც ესპანურად Nochevieja ჰქვია (ანუ ხანდაზმული ღამე, წლის ყველაზე ძველი ღამე), მილიონობით ესპანელი ოჯახი იკრიბება გულუხვად გაშლილი სუფრის გარშემო იმ დაუვიწყარი მომენტის მოლოდინში, როდესაც მთავარი ქვეყნის საათი, რომელიც მდებარეობს მადრიდის მერიის შენობაში, პუერტა დელ სოლში, დაიწყება ახალი წლის ბოლო წუთების ათვლა. სწორედ ამ წუთებში, სანამ ოჯახს და მეგობრებს ახალ წელს მიულოცავენ, ყველა ესპანელი ცდილობს მიირთვას 12 ცალი იღბლიანი ყურძენის მარცვალი (doce uvas de la suerte), რათა მომავალ წელს ბედნიერება და წარმატება ახლდეს მას.

საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია?

გავრცელებული რწმენით, 12 ცალი საახალწლო ყურძნის მარცვლის ჭამის ტრადიცია ესპანეთში 1909 წელს გავრცელდა. ეს განპირობებული იყო ამ ყურძნის უპრეცედენტო მოსავლით, რომლის შეგროვება ალიკანტეს პროვინციიდან მევენახეებმა ახალი წლის წინა დღეს მოახერხეს. სამეწარმეო მარკეტოლოგებმა (როგორც ჩვენ მათ ჩვენს დროში ვეძახით) დაიწყეს საახალწლო კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ იმისთვის, რომ მომავალ წელს ყოველთვის გქონდეთ წარმატება და ბედნიერება, საახალწლოდ უნდა მიირთვათ 12 ცალი ყურძნის მარცვალი. ანუ თითო თვეს, თითო ყურძნის მარცვალი მიესადაგება იმისთვის, რომ ყოველი თვე წარმატებული იყოს.

მას შემდეგ თეთრი ვაზის ჯიში სახელად „ალედო“ ესპანელების გონებაში გაძლიერდა, როგორც იღბლის, წარმატებისა და, რა თქმა უნდა, ახალი წლის სინონიმი და გახდა აუცილებელი პროდუქტი საახალწლო სუფრაზე ესპანეთის ყველა სახლში. და ვალენსია! პატარა ჩანთები დალაგებული 12 ყურძნით გახდა დღესასწაულის მთავარი საახალწლო ატრიბუტი და ეს ტრადიცია ჯერ კიდევ გრძელდება!

რატომ ყურძენი?

ესპანური მსოფლმხედველობით, ყურძენი სიუხვის, ძმობის, ერთიანობის, სიხარულის და სიამოვნების სიმბოლოა (ტყუილად არ არის, რომ ყურძენი იყო ბერძნული ღვინის ღმერთის, ბაკუსის ერთ-ერთი ატრიბუტი). თანამედროვე ტრადიციის მიხედვით, 12 ყურძძნის მარცვალი სიმბოლოა წელიწადის 12 თვის, ხოლო ყოველი შეჭმული ყურძენი ასოცირდება წარმატებასთან და იღბალთან, რომელიც ახლდება ადამიანს შესაბამის თვეში.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ღამეს 12 ცალი ყურძნის მარცვლის ჭამის ტრადიცია ესპანეთში გაჩნდა, ძალიან მალე გავრცელდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც ეს დელიკატესი ახლა საახალწლო სუფრაზეც გვხვდება.

დღესდღეობით ამ ტრადიციამ უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეოები, სადაც ახალი წლის დადგომამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობა ამ ტრადიციის შესასრულებლად ემზადება. ადამიანები მაგიდის ქვეშ ძვრებიან, იფიქრებენ სურვილებს და 12:00 საათის დადგომამდე, ბოლო წუთებში, 12 ცალ ყურძნის მარცვალს მიირთმევენ, რომ მათი სურვილები ასრულდეს და წარმატებული წელი ჰქონდეთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა