თეგებით ძიება

საახალწლო ორცხობილა - მარტივი რეცეპტი

ახალი წელი კარს მოგვადგა. თადარიგიანი დიასახლისები საახალწლო უკვე სადღესასწაულო სუფრისთვის საუკეთესო რეცეპტებს არჩევენ. ფერადი საშობაო ორცხობილების რეცეპტი სწორედ ასეთია.  

საჭირო პროდუქტი:

კარაქი - 200 გრ.

ფქვილი - 2-3 ჭიქა

შაქარი - 1/2 ჭიქა

კვერცხი - ორი კვერცხის გული

გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვზი

ლიმონმჟავა - 1/2 ჩაის კოვზი

ორცხობილას მოსახატად დაგჭირდებათ:

შაქრის პუდრა

კვერცხის ცილა

ლიმონის წვენი

საკვები საღებავი-მინანქრისთვის

თეთრი შოკოლადი

დეკორატიული ფიგურები და ორნამენტები.

მომზადების წესი:

1. ცომის მოსამზადებლად ფქვილი, გამაფხვიერებელი და ლიმონმჟავა კარგად აურიეთ. შუაზე გაუკეთეთ ჩაღრმავება და კვერცხის გულები და წვრილად დაჭრილი კარაქი მოათავსეთ. მოზილეთ მკვრივი ცომი და 1-2 საათით მაცივარში შედგით. ამის შემდეგ ცომი მაცივრიდან გამოიღეთ და, დაახლოებით, 1 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ.

2. სპეციალური ფორმების დახმარებით ცომისგან ფიგურები გამოჭერით: ვარსკვლავები, ნაძვის ხეები, სახლები, გნომები, ფიფქები და ა.შ.

თუ სპეციალური ფორმები არ გაქვთ, შეგიძლიათ ფიგურები სხვადასხვა დიამეტრის ჭიქებით ან დანით ამოჭრათ.

3. საცხობ ფირფიტას წაუსვით ზეთი და ფიგურები დაალაგეთ.

4. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და ორცხობილები 15 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

5. როცა ორცხობილები კარგად გაცივდება, დროა, მათ გაფორმებაზე იზრუნოთ.

როგორი იქნება თქვენი ორცხობილები, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული - დეკორაციის უამრავი ვარიანტი არსებობს

როგორ გავაფორმოთ საშობაო ორცხობილა?

1. თეთრი შოკოლადი შეუჩერებელი მორევით წყლის აბაზანაზე გაადნეთ და საკონდიტრო შპრიცის ან პარკის დახმარებით ორცხობილები თქვენი გემოვნებით მოხატეთ.

2. ორცხობილების გასაფორმებლად შეგიძლიათ მინანქარი გამოიყენოთ:

ერთი უმი კვერცხის ცილა ათქვიფეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენთან და 2 ჭიქა შაქრის პუდრასთან ერთად. ათქვეფილ ცილას შაქრის პუდრა ნელ-ნელა უნდა დაუმატოთ, რათა მინანქარს სასურველი კონსისტენცია ჰქონდეს. სურვილისამებრ შეგიძლიათ, საკვები საღებავი დაამატოთ. შემდეგ კი ჩაასხით მინანქარი საკონდიტრო პარკში და ორცხობილები მოხატეთ.

წყარო: „ფანთაიმი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა