ერთ დღეში განხორციელებული 73 თავდასხმა - რუსებმა ხერსონი დაბომბეს
რუსეთმა ხერსონი დაბომბა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ დაიღუპა ორი ადამიანი.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონზე 73 თავდასხმა განახორციელეს. რუსეთის არმიამ 310 ჭურვი ისროლა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, ტანკებიდან და თვითმფრინავებიდან.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.