თეგებით ძიება

„ადა­მი­ა­ნე­ბი ტა­ძარ­ში შე­მო­დი­ან, მა­ცხოვ­რის და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტებს ზედ არ უყუ­რე­ბენ და პირ­და­პირ ამ ხატ­თან მი­დი­ან“ - სასულიერო პირი მატრონას ხატზე

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში არ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­დის და­ი­წყე­ბა მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხა­ტის გა­და­წე­რა.

ამ დრო­ის­თვის ხატი კვლავ ტა­ძარ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ხა­ტის ე.წ. სტა­ლი­ნის ეპი­ზო­დის შეც­ვლის მიზ­ნით, პრო­ცეს­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩარ­თუ­ლან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

"მე ვარ რი­გი­თი, მო­რი­გე მღვდელმსა­ხუ­რი. არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, აპი­რე­ბენ თუ არა ხა­ტის გა­ტა­ნას ან თუ ჩას­წო­რე­ბა უნ­დათ, ეს უნდა გა­კეთ­დეს ად­გილ­ზე, თუ ტაძ­რის სივ­რცის გა­რეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ ფაქ­ტი თქვენ­ვე ნა­ხეთ და არა­ვის გა­და­მოწ­მე­ბა არ სჭირ­დე­ბა, რომ ხატი ისევ იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ცვლი­ლე­ბა არ ჩანს. ალ­ბათ, ნა­ხეთ ძა­ლი­ან ბევ­რი ყვა­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხატ­თა­ნაა. ამით მორ­წმუ­ნე­ე­ბი მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ. გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ტა­ძარ­ში შე­მო­დი­ან, მა­ცხოვ­რის და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტებს ზედ არ უყუ­რე­ბენ და პირ­და­პირ ამ ხატ­თან მი­დი­ან“, - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მღვდელმსა­ხურ­მა.

მისი თქმით, წმ. მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის იმ ხა­ტის სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გან­თავ­სე­ბამ, რო­მელ­ზეც სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია რო­გორც მორ­წმუ­ნე­ებ­ში, ისე იერ­არ­ქი­ა­შიც.

"[ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია] იერ­არ­ქი­ა­შიც, რა არის და­სა­მა­ლი? ტა­ძარ­ში გვყავს მღვდელმსა­ხუ­რი და მისი ბა­ბუა დახ­ვრი­ტეს 1937 წელს. ამ კაცს იმ­დე­ნად მწა­რედ ახ­სოვს ნა­თე­სა­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი [ეს ამ­ბა­ვი], რომ თქვა, ტი­რი­ლი მინ­დო­დაო, წირ­ვა რომ უნდა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა იმ კედ­ლებ­ში, სა­დაც სტა­ლი­ნი თუნ­დაც პო­ზი­ტი­ურ ან ნე­გა­ტი­ურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბად არ­სე­ბობ­სო. ეს მი­თხრა ტაძ­რის ჩვენ­მა მღვდელმსა­ხურ­მა.

ვინც იდე­ებს შეს­წი­რა ახალ­გაზ­რდე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი, ვინც ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით, მის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით ნუ მოგვ­თხოვს ამას ნურც ეკ­ლე­სია, ნურც ერი და ნურც ბერი. თუ მე მა­ი­ძუ­ლე­ბენ, რომ მიყ­ვარ­დეს სტა­ლი­ნი, ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა? წა­ვე­დით მა­შინ ყვე­ლა­ნი სახ­ლებ­ში, მე ჩემი პრინ­ცი­პე­ბი მაქვს. მე ხომ არა­ვის ვუშ­ლი ვი­საც უყ­ვარს? დაგ­ვა­ნე­ბონ თავი, ვი­საც არ გვიყ­ვარს“, - გა­ნა­ცხა­და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა