ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებენ
ტყიბულის მერიის თანამშრომელი, რომელსაც მეუღლეზე ძალდობას ედავებიან, 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
ჯონი ქასრაშვილი ტყიბულის მერიაში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები დაკავებულის სიდედრმა გამოიძახა. ხელბორკილების დადების შემდეგ კი ქასრაშვილს სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.