"ვხედავ სამი ქვეყნის გაერთიანებას, ერთ-ერთი მათგანი ჩინეთი იქნება. იქნება ომი ამერიკასთან" - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
ეზოთერიკოსი, გოგა მანია მორიგ წინასწარმეტყველებას გვთავაზობს:
„მოსალოდნელია წითელი დროშის ქვეშ მფრინავი ვერტმფრენის ჩამოვარდნა, ერთ-ერთი მთავარი გზის ჩამოშლა და ჩახერგვა, რაზეც ძალიან მალე იქნება საუბარი.
რაც შეეხება საქართველოს გარეთ მოვლენებს, გაჩნდება ახალი ვირუსული დაავადება, რომელიც ძალიან მძიმე გადასატანი იქნება.
ვხედავ სამი ქვეყნის გაერთიანებას, ერთ-ერთი მათგანი ჩინეთი იქნება. იქნება ომი ამერიკასთან. იქნება დაგეგმილი თავდასხმა, ძალიან მნიშვნელოვან შენობაზე, ეს ტერორისტულ თავდასხმას დაემსგავსება. ამაზე სხვა ვიდეოებიც მაქვს ჩაწერილი, მოულოდნელად მოხდება პირდაპირ იმ გუმბათზე, სათავეზე... იქნება ძალიან დიდი ქაოსი და ცეცხლში გახვეული იქაურობა...
იქნება მიწისძვრები, 2024 წელს 1 000 ბიძგი მოხდება... არ დაგავიწდეთ, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ის ყოველთვის იყო, არის და იქნება დაცული,“ - ამბობს გოგა მანია.