თეგებით ძიება

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის საქმეზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის საქმეზე საქართველოს ორი მოქალაქეს ბრალი წაუყენეს, ერთს კი წითელი ცირკულარით ეძებენ. ირკვევა, რომ მაფიის ბოსების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ოდესაში მყოფი პირი ხელმძღვანელობდა  და დავალებებს გასცემდა. ბერძენი სამართალდამცველები მის კვალზე სატელეფონო მოსმენების შედეგად გავიდნენ. ასე მოხდა ამ კრიმინალურ საქმეში კავშირის დადგენა საქართველოს მოქალაქეებთანაც.

ერთი შეცდომა კრიმინალებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლიციამ ისინი ძველ ავტომობილზე დატოვებული თითის ანაბეჭდებით იპოვა. 

კრიმინალური დაჯგუფების რვა წევრი უკვე ციხეშია, დანარჩენს ეძებენ. მათ სახელზე  ბოლო წლების განმავლობაში 16  შეკვეთილი მკვლელობაა. ბერძნულ მაფიაში დაპირისპირება თამბაქოსა და  ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო უკვე წლებია მიმდინარეობს. მაფიის ბოსები ერთმანეთის გასანეიტრალებლად  მკვლელებს ქირაობენ და  მათ დიდ ფულს უხდიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა