იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა
იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, დანაშაულში ბრალი ყველა დაკავებულ პირს მიუძღვის, თუმცა უშუალოდ მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ საქათველოს მოქალაქე იყო.
პიზაში ტუნისელი მამაკაცი 5 იანვარს მოკლეს.