თეგებით ძიება

ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტი - ბათუმის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, გასული წლის აპრილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებამ გაამტყუნეს. მოსამართლემ მას 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული მოლდოვის მოქალაქე სერგეი სკაუნია. 

მკვლელობა კი 2023 წლის აპრილში, სოფელ განთიადში მოხდა. ღამით 37 წლის კაცი მოკლეს. დანაშაულში ბრალდებული კი მოკლულის მეგობარი იყო. ისინი ბათუმში მშენებლობაზე სამუშაოდ ჩავიდნენ. 

„ის არ აღიარებდა დანაშაულის ჩადენას, რადგან ეს იყო თავდასხმა. ჩვენ ვითხოვდით გამართლებას ან მოგერიების ფარგლებს გადაცილებას,“ – უთხრა "ბათუმელებს" ბრალდებულის ადვოკატმა, გვანცა თურმანიძემ.

ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეს მკაცრი სასჯელი არ დაენიშნა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის  მუხლით მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა