კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქებისას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს "მთის ამბების" რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს.
"პუბლიკას" ინფორმაციით, ის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი და მის ინტერესებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიციის ამ განყოფილებაში კიდევ 10-მდე დაკავებულია.