თეგებით ძიება
29. 01. 2024 კულტურა

გალერეა „ოპიზარში“ მალხაზ სულაბერიძისა და კახაბერ ხარიტონაშვილის გამოფენა გაიხსნა

გალერეა „ოპიზარი“ ქართველი მხატვრების, მალხაზ სულაბერიძისა და კახაბერ ხარიტონაშვილის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცეში 31 ინვრამდე  გაგრძელდება.

„ამ გამოფენაზე წარმოვადგილე დაახლოებით 40-წლიანი შრომის შედეგი - სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა მანერითა და ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები. თითოეულ მათგანში ჩადებულია ძალიან დიდი შრომა. რამდენიმეს ნამუშევარს წლები ვხატავდი, მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ნამუშევრის, „ამაღლების“ ხატვას, რომელიც წერტილებით, პუანტერიზმში შესრულებული ნახატია, 3 წელი ვხატავდი. ახლა დაწყებული მაქვს „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა. „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ეპიზოდი უკვე დავასრულე და ამ გამოფენაზეა  წამროდგენილი, ახლა ვმუშაობ მეორე ეპიზოდზე. მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა ხელოვანს, ყველა მხატვარს. ვუსურვო მათ მეტი შრომა და მათი შრომის დაფასება“, - განაცხადა მალხაზ სულაბერიძემ.

„ბავშვობიდან ვხატავ. ვცხოვრობდი ამერიკაში და იქ მაქვს მოწყობილი გამოფენები. საქართველოში ეს ჩემი პირველი გამოფენაა. მაქვს წარმოდგენილი ნახატები აბსტრაქციულ სტილში“, - აცხადებს კახა ხარიტონაშვილი.

„საქართველოს მხატვართა კავშირში დღეს მასპინძლობს ორ არაჩვეულებრივ მხატვარს, მალხაზ სულაბერიძესა და კახა ხარიტონაშვილს. ეს მათი პირველი პერსონალური გამოფენაა მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცეში, გალერეა „ოპიზარში“. აბსოლუტურად განსხვავებული შემოქმედებითი მრწამსის მხატვრები არიან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალმხატვრული, ინტელექტუალური შემოქმედებითი პოტენციალით. ბატონ მალხაზს საეკლესიო თემებზე აქვს შექმნილი ძალიან საინტერესო ნამუშევრები, ასევე გამოფენილია მისი პეიზაჟები, საოცარი გრაფიკული ილუსტრაციები, რომელთა შექმნას როგორც ვიცით წლები მოანდომა... უაღრესად საინტერესო ნამუშევრები აქვს ტექნიკური თვალსაზრიით, ჟანრობრივადაც მრავალფეროვანია მისი გამოფენა, ასევე გამოფენილია ძალიან კარგი პრორტეტები და მე მას შევთავაზე სამომავლოდ ჩვენს სივრცეში დაგემილი პორტრეტების გამოფენაში მონაწილობა. ასევე საინტერესო და განსხვავებულია ბატონი კახას მიერ აქ წარმოდგენილი ნამუშევრები. როგორც ვთქვი საინტერესო გამოფენაა და წარმატებებს ვუსურვებ ორივე მათგანს“, - განაცხადა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა