თეგებით ძიება

მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, ფასების ზრდა და შემოსავლების შემცირება- SAB

„მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, მივიღოთ გაზრდილი ფასები“, - ამის შესახებ ვკითხულობთ „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, მოსალოდნელია რომ მოქალაქეებს შემოსავლები შეუმცირდებათ, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, მივიღოთ გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ. აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია შემცირება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს. ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები), რაც აისახა ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და შექმნა გაუფასურების მოლოდინი. პრობლემებია ტურიზმის სექტორშიც“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, „საზოგადოება და ბანკები“ ელის, რომ შექმნილი ვითარების პარალელურად, შემცირდება მოქალაქეთა მსყიდველობითუნარიანობა და მოთხოვნა.

„მეორე მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რაც შეასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე შენარჩუნება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან საგარეო და შიდა გამოწვევების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოტენციალი არ არსებობს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 189 820 სესხია გაცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე რაოდენობის სესხზე მოქალაქეებს ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა