ამერიკის და ევროკავშირის მთავარი ამოცანაა საქართველო იყოს დაცული, დემოკრატიული და უსაფრთხო რათა არმოხდეს ტვირთბრუნვის შეჩერება - ოთო აბესაძე
ეკონომისტი, პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის ახალ ეტაზე გადასვლას განიხილავს.
ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე განიხილება ოთხი ძირითადი თემა.
1️⃣ შავი ზღვის პორტები
2️⃣ ჩქაროსნული მაგისტრალი (ავტობანი აღმოსავლეთის საზღვრებიდან პორტებამდე)
3️⃣ რკინიგზა
4️⃣ შავი ზღვის ელექტრო კაბელი
ვინაიდან ფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ინდოეთსა და ევროკავშირს შორის (ასევე არსებობს მსხვილი ჩინური ტრაფიკი) აუცილებელია ამ ტრაფიკმა გაიაროს უსაფრთხო და სწრაფი გზები.
✅ ამერიკის და ევროკავშირის მთავარი ამოცანაა ამ უსაფრთხო ტრაფიკის ბოლო წერტილი (საქართველო 🇬🇪) იყოს დაცული, დემოკრატიული და უსაფრთხო რათა არმოხდეს ტვირთბრუნვის შეჩერება.
⚡️ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შავ ზღვაში დაგეგმილ ელექტრო კაბელს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ენერგო გამტარი ევროკავშირისთვის და ეს უნდა იყოს დაცული.
🇺🇸 ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ საკმარისად დაეხმარა საქართველოს რომ შემდგარიყო სუვენერული და ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე დაფუძვნებული ქვეყანა და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ამერიკის მიერ 30 წლის მანძილზე ლობირებული საქართველო უნდა იყოს მისი მთავარი პარტნიორი რეგიონში - წერს ოთო აბესაძე.