თეგებით ძიება

ნახეთ სახლი, სადაც ჰემინგუეიმ “მოხუცი და ზღვა” დაწერა

„მე მიყვარს კუბა, რადგან აქ თავისუფლად შემიძლია წერისას განვმარტოვდე.“ ეს სიტყვები ერნესტ ჰემინგუეიმ მასთან ჩასულ მეგობარს რობერტ მანინგს უთხრა. მართლაც ჰემინგუეიმ ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ კუბაში გაატარა. ის აქ 1939-1960 წლებში ცხოვრობდა და მისი დატოვება კუბის რევოლუციის გამო მოუწია.

ჩვენ შეგახედებთ სახლში, სადაც ჰემინგუეიმ "მოხუცი და ზღვა" დაწერა - დიდი ადამიანების სახლებიჩვენ შეგახედებთ სახლში, სადაც ჰემინგუეიმ "მოხუცი და ზღვა" დაწერა - დიდი ადამიანების სახლები

Finca la Vigia ასე ჰქვია იმ ადგილს სადაც დიდი მწერალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. სწორედ აქ დაწერა მან თავისი ყველაზე ცნობილი მოთხრობა“მოხუცი და ზღვა.“ ნობელის პრიზი, რომელიც მას ლიტერატურის დარგში 1954 წელს გადასცეს დღემდე ამ სახლში ინახება. სახლი 1886 წელს არქიტექტორმა მიგელ პასქუალმა ააშენა და დღეს იქ ერნესტ ჰემინგუეის სახლმუზეუმია.

ჩვენ შეგახედებთ სახლში, სადაც ჰემინგუეიმ "მოხუცი და ზღვა" დაწერა - დიდი ადამიანების სახლებიჩვენ შეგახედებთ სახლში, სადაც ჰემინგუეიმ "მოხუცი და ზღვა" დაწერა - დიდი ადამიანების სახლები

ალბათ სწორედ კუბა იყო ის ადგილი, რომელიც მუდამ ბედნიერების მაძებარ მწერალს მართლა აბედნიერებდა. იქაურობის დატოვებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ესე იგი 1961 წელს ერნესტ ჰემინგუეიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა არასდროს მოკვდება მისი შემოქმედება. გადის დრო და ყოველი ახალი თაობისთვის ჰემინგუეი ისეთივე აქტუალური და საყვარელია, როგორც ის მის სიცოცხლეში მისივე თანამედროვეებისთვის იყო.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა