თეგებით ძიება

„იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდე იგეგმება, ბინების მხოლოდ 23%-ია დარჩენილი გასაყიდი“

„იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდე იგეგმება, ბინების მხოლოდ 23%-ია დარჩენილი გასაყიდად,“ - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2025 წლის იანვარში გაყიდვებმა შერჩეული დეველოპერების პროექტებში კლება განაგრძო და წლიურად 7.5%-ით შემცირდა.

„ამასთან, იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 77% უკვე გაყიდულია. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა.

2025 წლის იანვარში მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 9.3%- ით შემცირდა და 1,363 ბინა შეადგინა. იანვარი ზოგადად წლის ყველაზე ნაკლებად აქტიური თვეა, თუმცა სამომავლოდ კლების ტრენდის გაგრძელება საყურადღებო იქნება

2025 წლის იანვარში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და 1,319 აშშ დოლარი შეადგინა,“ - ვკითხულობთ კვლევაში.

წყარო: bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა