თეგებით ძიება

ქართული “ჰოგვარტსი” – საუკუნოვანი შენობა თბილისის ცენტრში, რომელიც მნახველებს დღემდე ხიბლავს

თბილისში ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ამ შენობას შენობას ხუმრობით ჰოგვარტსის სკოლას უწოდებენ, სადაც ჯოან როულინგის ნაწარმოების გმირის, ჰარი პოტერის ჯადოქრები და მეგობრები სწავლობდნენ.

ეს უჩვეულო და საინტერესო აგურის შენობა ძველი თბილისის რაიონში, სოლოლაკში მდებარეობს. XIX საუკუნის ნეო-გოთიკური შენობა  არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ 1903–1905 წლებში გოგონათა გიმნაზიისთვის აშენდა.

შენობა განკუთვნილი იყო კეთილშობილური ქალწულების პანსიონატისთვის. დროთა განმავლობაში პანსიონატი გადაიქცა გოგონების გიმნაზიად, შემდეგ კი შენობაში ჩვეულებრივი საშუალო სკოლა იყო განთავსებული.

გიმნაზიაში ლუთერანული ეკლესიაც ყოფილა რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დახურეს. სამლოცველო მეორე სართულზე იყო და მისი ჯვრებიანი კარი დღემდეა შემონახული.

წლების განმავლობაში შენობას სხვადასხვა ფუნქცია და სახელი ჰქონდა, პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს იქ საავადმყოფო იყო. ოდესღაც მასში იურიდიული სკოლაც არსებულა. ამჟამად აქ მე-6 საჯარო სკოლაა განთავსებული.
შენობა, რომელშიც გოთიკური ელემენტები და ადგილობრივი ტრადიციები ჰარმონიულადაა შერწყმული, თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშია.

 

შენობა განსაკუთრებით ღამითაა ლამაზი, როდესაც მაღალი, გოთიკური ფანჯრები ოქროსფერი შუქითაა განათებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა