ღირს თუ არა კუთხის ბინის ყიდვა - შენაძენის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ბინის შეძენა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც დიდწილად, ადამიანის მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს. ჩვენი სტატია დაგეხმარებათ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძენი ბინის დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასოთ. ამჯერად თქვენს ყურადღებას კუთხის ბინებზე შევაჩერებთ.
კუთხის ბინების ნაკლი
კუთხის ბინებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი აქვთ, რომლებიც ძრითადად, სახლის ტიპზეა დამოკიდებული. დიდ როლს თამაშობს ისეთი სამშენებლო შეცდომებიც, როგორიცაა მაგალითად, მინიმალური იზოლაციის მქონე თხელი კედლები და ცუდად დამუშავებული შეერთების ადგილები, რომლის გამოც კედლები ცივ ჰაერს ატარებენ.
პანელის სახლის კუთხის ბინებში ზამთარში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ბინებში. ზოგჯერ განსხვავება 5-7 გრადუსსაც კი აღწევს. ამ ნაკლის გამოსასწორებლად აუცილებელია:
1. შეერთების ადგილების დამუშავება
2. ფანჯრების შემოწმება.
3. გათბობის სისტემის შეცვლა.
ობი
თუ კუთხის ბინებში კედლები ცუდად დამუშავებულია, ოთახში ცივი ჰაერის გარდა, წყლის წვეთებიც ხვდება. გარდა ამისა, კედლები შეიძლება დაინამოს, რადგან კუთხის ოთახის ტემპერატურა სხვა ოთახებთან შედარებით დაბალია. ობი ტოქსიკურ ნივთიერებას-მიკოტოქსინს გამოყოფს, რომელიც ადამიანებისა და ცხოველებისათვის ძალიან მავნეა. ობის მიერ გამოყოფილი ნივთიერება აფლატოქსინი ძლიერი კანცეროგენია და სიმსივნეს იწვევს, ამიტომ თუ პრობლემას დროულად არ გადაჭრით, სოკომ შეიძლება ჯანმრთელობას დააზიანოს.
ზაფხულში ტემპერატურის მომატება
ზაფხულში კუთხის ბინის მაცხოვრებლები შეიძლება სრულიად საპირისპირო პრობლემას - ბინის გადახურებას შეეჯახონ. ამ დროს მხოლოდ კონდიციონერი, ვენტილაცია და სქელი ფარდები დაგეხმარებათ.
ფანჯრები
ამ ტიპის უძრავი ქონებას ნაკლის გარდა, უპირატესობაც აქვს. ერთ-ერთი ასეთი უპირატესობაა სახლის სხვადასხვა მხარეს განლაგებული ფანჯრები. ამ ფანჯრების წყალობით, ბინაში მზის შუქი უკეთ ვრცელდება და ოთახები უფრო სწრაფად ნიავდება.
აგურის სახლში ვითარება ოდნავ უკეთესია, მაგრამ არა იდეალური.
სიცივე
კუთხის ბინა როგორც პანელის, ისე აგურის სახლშიც შეიძლება იყოს ცივი, თუმცა განსხვავებული მიზეზების გამო და ეს ძირითადად, გათბობის სისტემას და ფანჯრებს უკავშირდება.
აგურის კედლები
გათბობა რამდენიმე დღითაც რომ გათიშონ, სქელი აგურის კედლებში შიძლება სიცივე ვერ იგრძნოთ, რადგან აგური სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. ზაფხულში, პირიქით, აგურის შენობა არ გადხურდება და კუთხის ოთახებში სასიამოვნო ტემპერატურას შეინარჩუნებს.
ახლად აშენებული სახლის კუთხის ბინებში ნაკლები ნაკლია, რადგან ისინი თანამედროვე სტანდარტებით შენდება, მაგრამ თუ მშენებელი არაკეთილსინდისიერია და სამშენებლო მასალების ეკონომიას აკეთებს, შეიძლება სიცივემ, ხმაურმა და სხვა უსიამოვნებებმა შეგაწუხოთ.
ახალ სახლებში კუთხის ბინების უპირატესობაა: ვენტილაცია, განათება, და ნაკლები მეზობლები.
შევაჯამოთ კუთხის ბინების უპირატესობებია:
კარგი განათება და ინსოლაცია; ჯვარედინი ვენტილაციის შესაძლებლობა - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხელ ამინდში და ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის. ნაკლები მეზობელი, რაც ბინაში ხმაურის დონეს ამცირებს. ხელმისაწვდომი ფასი - კუთხის ბინების თავისებურებების გამო, მათი ღირებულება ხშირად უფრო დაბალია, რაც შეიძლება მყიდველისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.
კუთხის ბინების ნაკლი
სიცივე და გათბობის ხარჯები; ნესტი და ობი; ზაფხულში გადახურება და მეტი ქუჩის ხმაური - გარემოსთან გაზრდილი კონტაქტის წყალობით, ბინაში მეტი ქუჩის ხმაური აღწევს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვედა სართულების ბინებსა და გზატკეცილებთან მდებარე შენობებში.