15 მარტს, ტექნიკური სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
"ჯივიპი", 15 მარტს, მთაწმინდის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
GWP-ის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14 მარტს 23:00 საათიდან 15 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
ბარნოვის, ჯანაშიას, თარხნიშვილის, ერეკლე ტატიშვილის, ზანდუკელის N 30-40 (ლუწებს), N 19-27 (კენტებს) და თეიმურაზ ჩირგაძის ქუჩებს.