თეგებით ძიება

სენაკის სასამართლომ ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკის" სენაკის ფილიალში, ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ანრი ლოლუას აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. თავად ბრალდებულმა პროცესზე დღეს დუმილის უფლება გამოიყენა.

შეგახსენებთ, ყაჩაღობა 26 იანვარს მოხდა. დანით შეიარაღებული 30 წლის ახალგაზრდა ბანკში შეიჭრა და მოლარეს თანხა იმ დროს გასტაცა, როცა ის მომხმარებელს კუპიურებს აწვდიდა. მან ბანკიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული თანხა, 900 ევროს ოდენობით და დანა.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა