იტალიაში ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს
იტალიაში, პოტენზას რეგიონში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. მას სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როცა ზურგჩანთაში მოპარული ალკოჰოლური სასმლის ბოთლების დამალვას ცდილობდა.
იტალიური მედიის ცნობით, მამაკაცს ზურგჩანთაში 6 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა, რომლის ჯამური ღირებულება 200 ევროა.
"დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მარკეტის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა სამართალდამცველებმა კი მცირე დევნის შემდეგ დააკავეს.