ესტონეთმა უკრაინას 80 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა
ესტონეთმა უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, პაკეტში შედის Javelin-ებიც.
"ამით ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ვაძლევთ მკაფიო სიგნალს კრემლს, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა
დახმარება მოიცავს ტყვიამფრქვევებს, სახმელეთო და წყლის ტექნიკასა და მყვინთავების აღჭურვილობასაც.