თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ, ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა - დაიღუპა 3 ადამიანი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საჰაერო ბურთში იმყოფებოდნენ.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.