თეგებით ძიება

დეპუტატებმა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა, ასევე სოფელ ასურეთთან ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

დეპუტატებმა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა, ასევე სოფელ ასურეთთან ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სესიის გახსნისას პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს მიმართა და აჭარაში, სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ასევე, მან მწუხარება გამოთქვა სოფელ ასურეთის მიმდებარედ მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. შალვა პაპუაშვილმა მიმართა დეპუტატებს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გარდაცვლილთა ხსოვნისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა