"ორლულიანი თოფით 6-ჯერ გაისროლა, ხორცის გამყიდველი იქვე მოკლა" - რუსთავის ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
ექვსი გასროლა, ოთხი მოკლული და ერთი დაჭრილი - რუსთავის ბაზარი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად იქცა. მიცვალებულიები ჯერჯერობით "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე რჩებიან, რადგან ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცოტა ხანში სავარაუდოდ, მათ პირდაპირ ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
სანადირო თოფით ახალგაზრდა კაცმა ნათესავებზე შური იძია და მოვაჭრეეები გადაცხრილა.
35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბაზარში ხორცით ვაჭრობდა, ბიძამ სამსახურიდან გაუშვა, რის შემდეგაც კონფლიქტი დაიწყო. გარდაცვლილია დანაშაულში მხილებული კაცის ბიძა.
მისი ბიძაშვილის გადარჩენას კი ექიმები ახლაც ცდილობენ. ე. წ. სტამბოლის ბაზარი ამ წუთებშიც ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
"დიდი ორლულიანი თოფი ჰქონდა შემოტანილი, ისროდა უმისამართოდ. ექვსჯერ გაისროლა, დავინახე გვერდით ვედექი. ხორცის გამყიდველი კაცი იქვე მოკლა, პირველივე გასროლაზე დავარდა", - ამბობს ფაქტის შემსწრე.