თეგებით ძიება

საპრეზიდენტო ოფისში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის ყოველი დღე არის ერთგვარი ხათაბალა ჩვენი ქვეყნისთვის - გია ცაგარეიშვილი

საპრეზიდენტო ოფისში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის ყოველი დღე არის ერთგვარი ხათაბალა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ევროკავშირის პრეზიდენტმაც კი მიულოცა ილჰამ ალიევს გამარჯვება, არ დაახანა ბატონმა შარლ მიშელმა, მაგრამ რატომღაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი ქვეყნის შიგნით, ვიდრე ის, რომ მეზობელ ქვეყანას დიდი წარმატება მიულოცოს და ბატონ ალიევს მიულოცოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა