თეგებით ძიება

პრომეთე, მარტვილი, სათაფლია... - 2023 წლის ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიების რეიტინგი

2023 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 078 112 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით (902 063 ვიზიტორი) 19%-ით - არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 42% ქართველია, ხოლო 58% უცხოელი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და სათაფლიას ესტუმრა.

2023 წელს დაცული ტერიტორიების რეიტინგი მონახულების მიხედვით, ასე გამოიყურება:

პრომეთეს მღვიმეს - 230 677 ვიზიტორი;

მარტვილის კანიონს - 228 998 ვიზიტორი;

სათაფლიას - 96 956 ვიზიტორი;

რაც შეეხება სხვა დაცულ ტერიტორიებს, 2023 წლის ტოპ-10 ტერიტორია შემდეგია:

პრომეთეს მღვიმე

მარტვილის კანიონი

სათაფლია

მტირალას ეროვნული პარკი

წალკის კანიონი

ოკაცეს კანიონი

თბილისის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

წყარო - bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა