თეგებით ძიება
17. 02. 2024 მსოფლიო

G7-ის ქვეყნები რუსეთისგან ნავალნის სიკვდილის გარემოებების ახსნას ითხოვენ

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთისგან ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებების განმარტებას ითხოვენ. დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, აშშ-ისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

იტალიის, რომელიც ამჟამად G7-ის თავმჯდომარეა, გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეშფოთებული არიან ნავალნის პატიმრობაში გარდაცვალებით. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის "უსამართლოდ იყო გასამართლებული ლეგიტიმური პოლიტიკური საქმიანობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ციმბირის ციხეში გუშინ, 16 თებერვალს დაიღუპა. ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ცივილიზებული სამყარო სრულ პასუხისმგებლობას პუტინის მთავარი ოპონენტის სიკვდილზე, სწორედ კრემლს და პირადად პუტინს აკისრებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა