ქუთაისში, საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
ქუთაისში კაცი დაჭრეს, რომელიც ქალაქის საკრებულოს წევრია. ფაქტზე 1 პირი დააკავეს.
ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საღამოს საათებში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.