თეგებით ძიება

შვილმა მამა 12 წლის შვილის თანდასწრებით მოკლა - ახალი დეტალები

მკვლელობა გლდანში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, შვილმა მამა 12 წლის შვილის თანდასწრებით გაიმეტა სასიკვდილოდ. ამის შემდეგ სახლი დატოვა და დანაშაულის იარაღით, დანით, ეზოში გაიქცა.  

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი შემდეგ უკან, სახლში მიბრუნდა და იქ ელოდებოდა სამართალდამცველების მოსვლას. ირკვევა, რომ დანაშაულის თვითმხილველმა 12 წლის მოზარდა დარეკა 112-ში და სწორედ მან შეატყობინა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ.

ამის შემდეგ სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, მამას, რომელსაც ყელში ჰქონდა დანა დარტყმული, სისხლისგან დაიცალა.

მკვლელობის მოტივად ადგილობრივები 28 წლის მამაკაცის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მამა-შვილს შორის ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ.

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.  საქმეში ერთადერთი თვითმხილველი და ოქროს მოწმე კი 12 წლის მოზარდია, სწორედ მან უნდა უთხრრას ახლა გამოძიებას, თუ რა მოხდა და რატომ გაიმეტა მისმა ძმამ მამა მოსაკლავად.

მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა