"დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი" - ვინ არის გლდანში შვილის მიერ მოკლული კაცი?
გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა. მოკლულია 49 წლის გელა გამხიტაშვილი.
მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.
"დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა.
თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“, - აცხადებს მეზობელი.
ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში, მე-2 მიკროში დღეს დილით, დაახლოებით, 09:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილის, გელა გამხიტაშვილის შვილი, რეზი გამხიტაშვილი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.
წყარო - ambebi.ge